ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციის - „Eurogites“ გენერალური ასამბლეა და სოფლის ტურიზმის IV საერთაშორისო კონფერენციაცია 

 

აჭარის მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნება, უნიკალური ტრადიციები და კულტურა, ავთენტური გარემო, კულინარია და სტუმართმოყვარე მოსახლეობა სოფლად ტურიზმის განვითარების საუკეთესო პირობებს ქმნის. დაცული ტერიტორიები და აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები ყველა ტიპის მოგზაურისთვის საინტერესო და მიმზიდველია. მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობით დაინტერესებულ ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

აჭარის რეგიონში სოფლის ტურიზმი განვითარების საწყის ეტაპზეა. სოფლად მცხოვრებმა მოსახლეობამ აქტიურად დაიწყო ტურიზმის სფეროში ჩართვა. საგრძნობლად იზრდება საოჯახო სასტუმრო სახლების და სხვადასხვა ტურისტული სერვისების მიმწოდებლების რაოდენობა. მიმდინარეობს ტურისტული მარშრუტების დივერსიფიკაცია და მარკირება, საინფორმაციო დაფების და მანიშნებლების დამზადება, ტრენინგების ორგანიზება სერვისების გაუმჯობესების მიზნით , სასწავლო ვიდეოების მომზადება და სხვა.

მთიანი აჭარის განვითარება, მისი ეკო და სოფლის ტურიზმის პოპულარიცაზია, აჭარის რეგიონის მთავრობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს.  ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტს, რაც ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას სოფლის ტურიზმის ინდუსტრიაში.

სოფლის ტურიზმის მე-4 საერთაშორისო კონფერენციას ორგანიზებას უწევს ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო. 

Copyright © 2015- - ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო