ა(ა)იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ შეიქმნა. სააგენტოს ძირითადი მიზანია მთიანი აჭარის პოპულარიზაცია, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა, ინფრასტრუქტურის განვითარება, მარშრუტების მარკირება, თემატური ფესტივალების მოწყობა და საინფორმაციო ცენტრების მართვა.

სააგენტოს ორგანიზებით ბათუმი ყოველწლიურად მასპინძლობს სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციას, სადაც  მონაწილეობას იღებენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ექსპერტები, საოჯახო სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ტურისტული სააგენტოები, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები და უწყებები.

კონფერენციის ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში იმართება პრეზენტაციები, მოხსენებები და სემინარები მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ, ეწყობა გაცნობითი, პრაქტიკული ვიზიტები აჭარის რეგიონის ტურისტულ მარშრუტებზე და იმართება დისკუსიები.

 

Copyright © 2015- - ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო