სოფლის ტურიზმის IV საერთაშორისო კონფერენცია

12-13 მაისი, 2023

 

12-13 მაისს აჭარაში სოფლის ტურიზმის მე-4 საერთაშორისო კონფერენცია  გაიმართება.

კონფერენციის ჩატარების ადგილი: სასტუმრო ჰილტონი.

კონფერენციის დაწყების დრო: 11:00

 

წელს, ბათუმში პირველად ტარდება ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციის -“RuralTour“ გენერალური ასამბლეა. სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი დელეგატები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ნორვეგია, ლიტვა, ესპანეთი, კვიპროსი, სლოვაკეთი, ფინეთი, ავსტრია და გაგვიზიარებენ ევროპული სოფლის ტურიზმის განვითარების გამოცდილებას.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ექსპერტები, საოჯახო სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ტურისტული სააგენტოები, სოფლის და ეკო ტურიზმის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები და უწყებები.

კონფერენციის ფარგლებში, ორი დღის განმავლობაში გაიმართება პრეზენტაციები, მოხსენებები და სემინარები მოწვეული ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ, მოეწყობა გაცნობითი, პრაქტიკული ვიზიტები აჭარის რეგიონის ტურისტულ მარშრუტებზე და გაიმართება დისკუსიები.

კონფერენციის სამუშაო თემებია:

  • სოფლის ტურიზმის მდგრადი განვითარება, შესაძლებლობები და გამოწვევები;
  • ჩემი წარმატებული ისტორიები სოფლად;
  • არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, როგორც ტურისტული პროდუქტი;
  • ინოვაციები და პერსპექტივები სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებაში.

 

კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ

კონფერენციაზე დასასწრებათ, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე:

https://forms.gle/oqzyCjJEZVVWynVFA

 

Copyright © 2015- - ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო